ფსბ: კარელიაში ტერაქტია აღკვეთილი – ლიკვიდირებულია ბელარუსის მოქალაქე
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ კარელიაში ტერაქტი აღკვეთეს.
უწყების ცნობით, მამაკაცი, რომელიც ქალაქ ოლონეცში ადმინისტრაციული შენობის აფეთქებას გეგმავდა – ბელარუსის მოქალაქეა და ამჟამად ის ლიკვიდირებულია.
„დაკავების დროს კრიმინალმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სპეცსამსახურების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა და დაპირისპირების დროს მისი განეიტრალება მოხდა“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი 49 წლის ნიკოლაი ალექსეევია, აქტივისტი, რომელიც 2020 წელს ბელარუსში ოპოზიციის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.