ნავალნის ცხედარი ნათესავებისთვის ჯერ გადაცემული არ არის – ტაძართან კი უკვე ათასამდე ადამიანია შეკრებილი

რუსეთის ციხეში 16 თებერვალს გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ცხედარი ნათესავებისთვის ჯერ გადაცემული არ არის.

ამის შესახებ ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი ინფორმაციით, ნავალნის ცხედარს მორგთან ელოდებიან.

ამის პარალელურად, ტაძართან, სადაც ნავალნისთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია უნდა გაიმართოს, ხალხი იკრიბება.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ დროისთვის შესასვლელთან ათასამდე ხალხი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები