შალვა პაპუაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღესთან დაკავშირებით, ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები