ბიძინა გიორგობიანი: ჰერჩინსკის განცხადება იყო არადიპლომატიური და ეს არც უნდა განვიხილოთ როგორც რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი
“ჰერჩინსკის განცხადება იყო არადიპლომატიური და ეს არც უნდა განვიხილოთ როგორც რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი. პაველ ჰერჩინსკი, ამას თავისი ინიციატივით ვერ იზამდა, სავარაუდოდ მან დავალება მიიღო ბრიუსელისგან, რომ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით გამოსულიყო,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.
„ბევრჯერ იყო საუბარი და გამოითქვა ვარაუდი, რომ საქართველოსა და ევროპის ბიუროკრატიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბებოდა მას შემდეგ, რაც მათ თითქოსდა რაღაც გამარჯვებას მიაღწიეს უნგრეთში. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ისეთ ფაზაშია გადასული, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდება, ევროკავშირს კი იმედი აქვს, რომ რაც შეიძლება მალე დაამხობს საქართველოს ხელისუფლებას. ასეთი დამოკიდებულებას ვუყურებთ ჩვენ, რაც არ არის ნორმალური“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.