ლევან მაჭავარიანი – ბლაჟევიჩზე: სუს-ი ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ახლო მომავალში გამოძიების შედეგებს გაგვაცნობენ

“ძალიან კარგია, რომ სუს-ი ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ახლო მომავალში გამოძიების შედეგებს გაგვაცნობენ,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბლაჟევიჩთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ვითარება საფრთხილო ნამდვილად არის.

„ნებისმიერი ასეთი საკითხი საფრთხილოა. ჩვენ ყოველთვის ფრთხილად ვეკიდებით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია გამარგინალებულია თუ არა, ყველაფრის მკადრებლები არიან. აქედან გამომდინარე, სიფრთხილე ყოველთვის გვმართებს. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას. გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ისინი გაგვაცნობენ ახლო მომავალში გამოძიების შედეგებს. შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახური ყველანაირ რისკს გადააზღვევს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, გავაფრთხილო აბსოლუტურად ყველა, ვინც მონაწილეობს ან თავში აქვს გავლებული, რომ მონაწილეობა უნდა მიიღოს ქაოსის შემოტანასა და ქვეყანაში სიტუაციის არევაში, რომ აბსოლუტურად ყველანი იდენტიფიცირებულები იქნებიან და დაისჯებიან კანონის უმკაცრესი ფორმით“, – აღნიშნა მან.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები