ირანში დაპატიმრებული, ნობელის ლაურეატი – ნარგეს მოჰამადი არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს

ირანში პატიმრობაში მყოფი, ადამიანის უფლებადამცველი და მშვიდობის დარგში 2023 წლის ნობელის ლაურეატი – ნარგეს მოჰამადი ქვეყანაში დღეს მიმდინარე, ექსპერტთა საბჭოს და მეჯლისის არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მისი სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, – იტყობინება Al Jazeera.

მოჰამადი არჩევნებს “სიყალბეს” უწოდებს.

„ისლამური რესპუბლიკა, თავისი დაუნდობელი და სასტიკი ჩახშობით, ქუჩებში ახალგაზრდების მკვლელობით, სიკვდილით დასჯით, პატიმრობითა და მამაკაცებისა და ქალების წამებით – ეროვნულ სანქციებს და გლობალურ სირცხვილს იმსახურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უფლებადამცველი ორგანიზაციის Front Line Defenders-ის თანახმად, მოჰამადი თეირანში, ევინის ციხეში იხდის სასჯელს, მას რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, რაც, ჯამურად, 12-წლიან პატიმრობას გულისხმობს.

ამავე დროს, პარტიების კოალიცია, სახელწოდებით „რეფორმების ფრონტი“ აცხადებს, რომ „უაზრო, არაკონკურენტულ და არაეფექტურ არჩევნებში“ მონაწილეობას არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები