“უნგრეთი ნატოში შვედეთის შესვლას დაამტკიცებს” – ორბანი
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყანა ნატოში შვედეთის შესვლის რატიფიცირებას მოახდენს.
პოლიტიკოსმა კანონმდებლებს მოუწოდა, დაამტკიცონ დოკუმენტი და თქვა, რომ ეს “უნგრეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს”.
მოსალოდნელია, რომ უნგრეთის პარლამენტის საკითხს კენჭს უკვე მალე, რამდენიმე წუთში უყრის.
უნგრეთი ბოლო ალიანსის ერთადერთი წევრია, რომელსაც ამ დრომდე შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება არ მოუხდენია.