“მსოფლიოში არსად არის ისეთი ღია, სამართლიანი და პრინციპული არჩევნები, როგორც ბელარუსში” – ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მსოფლიოში არსად არის ისეთი ღია, სამართლიანი, პრინციპული არჩევნები, როგორც ბელარუსში.

ამის შესახებ მან რესპუბლიკაში გამართული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

”აბსოლუტურად გულწრფელად და პატიოსნად ვიტყვი: მსოფლიოში არსად არის ისეთი ღია, სამართლიანი, პრინციპული არჩევნები, როგორც ბელარუსში. ჩვენთან ეს დღესასწაულია. ასე იყო ყოველთვის და თუ საბჭოთა დროს რაღაცნაირად აყალბებდნენ, მე ხომ მაინც მახსოვს, ყველაფერი იყო – ბუფეტი,  სასმელი და საჭმელი, მაგრამ რაღაცნაირად, თითქოს, იძულებით იყო, სული არ იყო ჩადებული. ჩვენთან კი ყველაფერი მთელი სულით ხდება. ამიტომაც ვახორციელებთ გულწრფელ, პატიოსან პოლიტიკას და ასეთივე არჩევნებს. არც ომები, არც შეტაკებები გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება მშვიდი ცხოვრება და ამისთვის კი, ყველაფერს გავაკეთებთ”,- თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები