კიევში ასევე ჩავიდნენ კანადის, იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები

ევროკომისიის პრეზიდენტის გარდა, 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებიც.

დასავლეთ საზღვრიდან მატარებლით კიევში ჩავიდნენ კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ბელგიის პრემიერ მინისტრი ალექსანდრ დე კროო და იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი.

იტალიის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, რომ მოგვიანებით, შაბათს, მელონი კიევიდან G7 ლიდერების ვიდეო შეხვედრის დაწყებას გეგმავს, სადაც ამჟამად იტალიაა თავმჯდომარე და ჩართვაში ასევე იქნება მიწვეული უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები