ოკუპანტებმა დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

თუმცა ნანგრევებში, სავარაუდოდ, ადამიანები რჩებიან და მათი სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

როგორც ტელეგრამში დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა დაწერა, იერიში ირანული დრონებით მოხდა.

მედია წერს, რომ ჭურვი კორპუსის ორ სართულს მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები