შვედეთის პრემიერი უნგრეთში ჩავა

შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტენსონი უნგრეთს 23 თებერვალს ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ორბანი წერს, კრისტენსონთან ერთად განიხილავს უნგრეთსა და შვედეთს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გეგმებსა და ევროკავშირის სტრატეგიულ დღის წესრიგს.

უნგრეთის პარლამენტი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს 26 თებერვალს უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები