ორბანი – არჩევნებში მარცხზე: ემოციურად მძიმეა, ტკივილს ვგრძნობ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ საკუთარ ემოციებზე ისაუბრა.
ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ცნობით, ორბანმა ინტერვიუში აღიარა, რომ არჩევნების შედეგებმა მასზე პირადად იმოქმედა, ხოლო მისი პარტია „ფიდესი“ სრულ განახლებას საჭიროებს.
“თუ მკითხავთ ჩემს გრძნობებზე [მარცხის შემდეგ], შემიძლია ვთქვა, რომ ვიგრძენი ტკივილი და სიცარიელე. მას შემდეგ ვცდილობ საკუთარ თავს ოკუპაციური თერაპიით ვუშველო და ვცდილობ როგორმე გავთავისუფლდე ან მოვიშორო ეს ტკივილი”,- აცხადებს ორბანი.
შეგახსენებთ, უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. ოპოზიციურმა პარტია „ტიზამ“, პეტერ მადიარის ხელმძღვანელობით, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.