Reuters: აშშ-მა და ირანმა შესაძლოა, მალე შეთანხმებას მოაწერონ ხელი

აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება შესაძლოა, მალე მიღწეული იყოს, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, მხარეებმა გამართული დიპლომატიის გზით პროგრესს მიაღწიეს და მომავალი შეხვედრა, შესაძლოა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდეს. სრული შეთანხმების გაფორმება 60 დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.

სააგენტო წერს, რომ მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, ხოლო ტექნიკური დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.

დიპლომატიურმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ პაკისტანის უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი, ასიმ მუნირი, მნიშვნელოვან შუამავლის როლს ასრულებს, კვირის შუა რიცხვებიდან თეირანში მოლაპარაკებებს აწარმოებდა და რიგ რთულ საკითხებში პროგრესს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები