ცხოვრება „ტანკში“ – ქალმა 55 წელი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატში გაატარა
20 წლის ასაკში დიანას ჯერ კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა 2-3 საათი აპარატს მიღმა გაეტარებინა. მას ცოტა ხნით უშვებდნენ: სკოლის გაკვეთილებს ესწრებოდა და სეირნობდა მეგობრებთან ერთად. მაგრამ, იმის გამო, რომ გოგონა საათების განმავლობაში გაუნძრევლად იწვა ზურგზე, მისმა კუნთებმა დროთა განმავლობაში აქტივობა დაკარგეს და მას დროებით თავისუფლებაზეც უარის თქმა მოუხდა.
სკოლის დასრულების შემდეგ დიანამ დაუსრულებლად ჩააბარა საუნივერსიტეტო გამოცდები. მამამ, რომელიც ინჟინრად მუშაობდა, შეძლო მისთვის ლექციების აუდიოტრანსლირება მოეწყო. წერილობით დავალებებს ის მშობლებს კარნახობდა.
მშობლები იმედს იტოვებდნენ, რომ ტექნოლოგიების განვითარება დიანას საშუალებას მისცემდა, „ტანკიდან“ გამოსულიყო, მაგრამ როდესაც გამოჩნდა პორტატული აპარატი, გოგონამ მასზე გადასვა ვერ შეძლო, ვინაიდან ხერხემალი ძალიან დეფორმირებული ჰქონდა.
თუმცა, დიანა არ ნებდებოდა. 1991 წელს მან წიგნის წერა დაიწყო, უფრო სწორად, მამამ დაწერა მისი ნაკარნახევი. 10 წელი იმაზე, რომ მოთხრობა „ნაკლები შუქი“ დაესრულებინა. მოთხრობა გვეუბნებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არ დაკარგო იმედი, საკუთარი თვის რწმენა და დააფასო ახლობლები.
წიგნის გამოსვლის შემდეგ დიანა ადგილობრივი ცნობადი სახე გახდა. მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტიც კი ეწვია.
დიანა 2008 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ტრაგიკული შემთხვევის გამო: სახლში ელექტროენერგია გაითიშა. ამ შემთხვევამდე მშობლებმა ორჯერ გადაარჩინეს ქალიშვილი, როდესაც დენი ითიშებოდა, ისინი ხელით ამოძრავებდნენ რესპირატორს, მაგრამ ამჯერად მცდელობები ამაო აღმოჩნდა.