“ბოდიშს ვიხდით” – ეიფელის კოშკი გაფიცვის გამო დაიკეტა

ეიფელის კოშკი, თანამშრომლების გაფიცვის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დაიკეტა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 19 თებერვალს ტურისტებს კოშკის შესასვლელთან დახვდათ წარწერა – “გაფიცვის გამო ეიფელის კოშკი დაკეტილია. ბოდიშს ვიხდით.”

კოშკის თანამშრომელთა გაფიცვის მიზეზი “ფინანსების ცუდ მენეჯმენტს“ უკავშირდება.

პროფკავშირის CGT-ს წარმომადგენელი, სტეფან დიე აცხადებს, რომ გაფიცულები ითხოვენ ხელფასის მატებას ბილეთის გაყიდვის პროპორციულად, ასევე, თავად კოშკის მომსახურების გაუმჯობესებას, რომელიც პარიზის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

ეიფელის კოშკის თანამშრომელთა წინა გაფიცვა 2023 წელს დეკემბერში საშობაო არდადეგების დროს იყო. მაშინ მასში შესვლა ერთი დღით იყო შეზღუდული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები