“მხარდაჭერას ვაპირებთ” – უნგრეთის პარლამენტი ნატოში შვედეთის შესვლას კენჭს 26 თებერვალს უყრის
უნგრეთის პარლამენტი ნატოში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებას კენჭს 26 თებერვალს, არდადაგებიდან დაბრუნებიდან მეორე დღეს უყრის.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შესაბამისი დოკუმენტი მმართველი პარტიის ფრაქციის “ფიდეს”-ის ლიდერმა, მათე კოშიჩმა გამოაქვეყნა.
მისი თქმით, 26 თებერვლის სესიაზე ალიანსში შვედეთის შესვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში და რომ მმართველი პარტიის დეპუტატები “მის მხარდაჭერას აპირებენ”.
ორი დღის წინ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტი საკითხს „საგაზაფხულო სესიის დასაწყისში“, 26 თებერვალს განიხილავს.