ავდიივკა, სავარაუდოდ, რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ გადავა – თეთრი სახლი

უკრაინის სამხედრო ძალებში საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ, დონეცკის რეგიონში ავდიივკა დაიკავონ.

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ, უკრაინელებისგან ვიღებთ შეტყობინებებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. იმის გამო, რომ რუსები აგრძელებენ უკრაინის პოზიციებზე ყოველდღიურ ზეწოლას, არსებობს საფრთხე, რომ ავდიივკა რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავა“, – განაცხადა კირბიმ.

ერთი დღით ადრე უკრაინაში გამოაცხადეს, რომ, რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, ქალაქების ნაწილიდან ჯარები გამოჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები