პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა – საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

საბერძნეთის პარლამენტმა უმრავლესობით ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ ბავშვების შვილად აყვანის უფლებას დაუჭირა მხარი.

საბერძნეთი მსოფლიოში 37-ე და პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.

კანონს მხარს პრემიერმინისტრი – კირიაკოს მიცოტაკისი უჭერდა, თუმცა, მისი პარტიის ათობით დეპუტატი დაკანონების წინააღმდეგი იყო.

„ეს არის ისტორიული ეტაპი ადამიანის უფლებების საქმეში, რომელიც ასახავს დღევანდელ საბერძნეთს – პროგრესულ, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელსაც სჯერა ევროპული ღირებულებების“, – დაწერა მიცოტაკისმა X-ზე.

გადაწყვეტილების წინააღმდეგ საბერძნეთის (ბერძნული) მართლმადიდებლური ეკლესია გამოდის. ეკლესიის წინამძღვარმა, ათენისა და მთელი საბერძნეთის არქიეპისკოპოსმა, იერონიმე II-მ თქვა, რომ ახალი კანონი არის მცდელობა, ქვეყანას ახალი რეალობა მოახვიონ თავს, რომელიც ანგრევს საზოგადოების სტრუქტურას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები