“ნატოს ქვეყნების ჯგუფი უკრაინას მილიონ დრონს მიაწვდის” – სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნების ჯგუფი უკრაინას 1 მილიონ დრონს მიაწვდის.
ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც დიდი საერთაშორისო კოალიციის თანალიდერი, უკრაინას ათასობით დრონს მიაწვდის.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა გამოაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი, ლატვიასთან ერთად, უხელმძღვანელებს დიდ კოალიციას, რომელიც უკრაინას უპილოტო საფრენ აპარატებს მიაწვდის.