FT: უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი დაბლოკა

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უახლესი, მე-13 პაკეტი დაბლოკა.

ამის შესახებ Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათი ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც პაკეტს მხარი არ დაუჭირა.

პაკეტი მოიცავს 200-მდე ადამიანისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას რუსეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც, სავარაუდოდ, მოსკოვს ომის წარმოებაში ეხმარებიან.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, უნგრეთმა პაკეტი იმის გამო დაბლოკა, რომ სიაში ჩინური კომპანიები იყო.

მისივე თქმით, უნგრეთის ელჩმა „ცოტა მეტი დრო ითხოვა წინადადებების შინაარსის გასაანალიზებლად“.

Financial Times-ის წყაროები ამბობენ, რომ დისკუსიები გაგრძელდება და წევრი ქვეყნების მინისტრები საკითხს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განიხილავენ.

პაკეტის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ მისი დამტკიცება 24 თებერვლამდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მე-2 წლისთავისთვის მოხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები