ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე გვიან ღამით მოხდა.

როგორც ” კვირას” შსს- ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები