“ღირსეული და ღია იყო” – კარასინმა აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები შეაქო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა აზერბაიჯანში 7 თებერვალს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზება დადებითად შეაფასა.
კარასინი რესპუბლიკაში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება.
„არჩევნებში ხმის მიცემის ორგანიზება ძალიან ღირსეული და ღია იყო“, – თქვა მან.
აზერბაიჯანში 7 თებერვალს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 92,5% მიიღო.