ძამაშვილი „ფარას“ კანონთან დაკავშირებულ „ენჯეოების“ საჩივარზე: ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს, ეს ნიშნავს, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა სიცრუეა

ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. რაც ნიშნავს იმას, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა არ შეესაბამება სიმართლეს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით „ენჯეოების“ საჩივარზე, რომლითაც მათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.

ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა სასამართლო საჩივარს განიხილავს სტანდარტული პროცედურით და არა დაჩქარებული ფორმით.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საქართველოს მთავრობას გამოეგზავნა სამი ორგანიზაციის და სამი ფიზიკური პირის საჩივარი, რომლებიც დავობენ თითქოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ევროპული კონვენციით განსაზღვრულ უფლებებს. მნიშვნელოვანია არის, რომ ეს საჩივრები შეტანილი არის გასული თვის ივლისში და აგვისტოში და ევროპულმა სასამართლომ თითქმის 9 თვის თავზე გამოაგზავნა სახელმწიფოსთან საპასუხოდ. რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს განიხილავს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე. პირდაპირ მითითებული არის, რომ ვადები ექნება სახელმწიფოს სტანდარტული. კერძოდ, ივლისის ბოლომდე უპასუხებს სახელმწიფო ამ შეკითხვებს, შემდეგ შეკითხვებს უპასუხებენ თავად მომჩივნები და წლის ბოლოს საბოლოო პასუხის გაცემის შესაძლებლობა ექნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლამდე არ არის მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

ასევე, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ იმის მიუხედავად, რომ მომჩივნები, ეროვნულ დონეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ითხოვდნენ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე, სტრასბურგის სასამართლოდან ამგვარი ინფორმაცია არ შემოსულა სახელმწიფოში, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. რაც ნიშნავს იმას, რომ მათი განცხადებები თითქოს მყისიერად, გადაუდებლად ხდება მათი უფლებების შეზღუდვა არ შეესაბამება სიმართლეს. სხვა შემთხვევაში მათ აუცილებლად უნდა მოეთხოვათ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ შეკითხვები დაუსვა ორივე მხარეს, როგორც სახელმწიფოს, ასევე, მომჩივნებს. მათ შორის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქმე განიხილება, როგორც დასაშვებობის ეტაპზე, ასევე არსებით ნაწილზე. ანუ ევროპულმა სასამართლომ მათ შორის კითხვა დასვა, საერთოდ რამდენად შეიძლება მომჩივნები ჩაითვალონ მსხვერპლებად. შეიძლება ამ განხილვის შემდეგ დაუშვებლადაც კი გამოცხადდეს. ამდენად ეს განხილვის ეტაპი საზოგადოებისთვის, რომ ცნობილი იყოს შეეხება, როგორც დასაშვებობის ნაწილს, ასევე, არსებით ნაწილს.

ასევე, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ საქმეს მიენიჭა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი. თითქოს ისე იყო წარმოჩენილი ეს საკითხი, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს ამ საჩივარს. უნდა ითქვას, რომ ნამდვილად, ეს საქმე არის პრეცედენტული, რადგან თვითონ ეს მოქმედი კანონი წარმოადგენს ამერიკაში მოქმედი კანონის ანალოგიას. ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ არაერთ ევროპულ სახელმწიფოში მიღებულია მსგავსი შინაარსის კანონები ან ახლა მიმდინარეობს მსგავსი კანონების მიღება. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული. ის შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება და ეს არ წარმოადგენს რაიმე უპირატესობას ან პრივილეგიას მომჩივნების სასარგებლოდ“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები