რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქვეყანა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადაა, თუ საპასუხო ინიციატივა იქნება
მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადაა, თუ თბილისს საპასუხო ინიციატივა ექნება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
„მზად ვართ, ამ მიმართულებით იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც თბილისი ამისთვის მზად იქნება. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, მიუხედავად ცნობილი პოლიტიკური პრობლემების არსებობისა, თანმიმდევრულად განვითარდება“, – განაცხადა მან.
გალუზინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას იმ სფეროებში ელის, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება და იმედი გამოთქვა, რომ კონსტრუქციული ურთიერთობებით საქართველოც დაინტერესებულია.