მეუფე ნიკოლოზი – 3 აპრილს ჩანიშნულ წმინდა სინოდის სხდომაზე: შესაძლოა ვიმსჯელოთ რა ფორმით გამოქვეყნდება სააღდგომო ეპისტოლე – პატრიარქობის კანდიდატების საკითხი არ იქნება განხილული
“შესაძლოა ვიმსჯელოთ რა ფორმით გამოქვეყნდება სააღდგომო ეპისტოლე – პატრიარქობის კანდიდატების საკითხი არ იქნება განხილული,”- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა 3 აპრილს ჩანიშნულ წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
„3 აპრილს ჩანიშნულ წმინდა სინოდის სხდომაზე საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებს განვიხილავთ, კრების მოწვევის, ჩატარების შესახებ…. მივიღეთ ერთადერთი დაზუსტება – პატრიარქობის კანდიდატების საკითხი არ იქნება განხილული. რაც შეეხება სააღდგომო ეპისტოლეს, ვინ დაწერს და ასე შემდეგ….მე სხვა პრაქტიკა არ მახსოვს, რაც თავი მახსოვს, პატრიარქის ეპისტოლე ქვეყნდებოდა, ამიტომ ალბათ, ამ თემაზეც ვიმსჯელებთ სინოდზე. ჩემი პირადი აზრით, კარგი იქნება ისეთი ეპისტოლე დაიწეროს, რომელშიც ძირითადად პატრიარქის შესახებ და მის ღვაწლზე იქნება საუბარი. ეს ჩემი აზრია, ვნახოთ, სინოდი რაც გადაწყვეტს“, – აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.