“ნათია ჯანაშია ლონდონის სასამართლოში იუსტიციის საბჭოს წევრებს, ასევე უზენაესი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს დაუპირისპირდა” – აფბა
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე განცხადებას ავრცელებს, რომელიც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მეწილისა და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თაობაზე ახლადღმოჩენილ გარემოებებს ეხება.
საკითხი შეეხება “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო განვითარებულ დავას, რომელშიც მინორიტარი აქციონერი -30%იანი წილის მქონე ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე 70%-იანი წილის მქონე აქციონერს “საქართველოს განათლების ჯგუფს“ ედავება.

კაპანაძის თქმით, აქციონერებს შორის დავა და მოწინააღმდეგე მხარესთან ბრძოლა ნათია ჯანაშიამ ქვეყნის წინააღდეგ ომში გადაიყვანა.
„ჩემთვის რთულია სახელი მოვუძებნო იმ მოქმედებას, რომელიც ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშიას სარჩელის იმ პუნქტების შინაარსს ეხება, რომელიც დავასთან არანაირ კავშირში არ არის. აქციონერებს შორის დავა და მოწინააღმდეგე მხარესთან ბრძოლა ნათია ჯანაშიამ რეალურად გადაიყვანა ქვეყნის წინააღდეგ ომში.
ლონდონის სასამართლოში შეტანილ სარჩელს საერთო არაფერი აქვს ბიზნესდავასთან და ის უფრო პოლიტიკური ზეწოლის იარაღია, ვიდრე სამართლებრივი.
ნათია ჯანაშია პირდაპირ და დაუფარავად ამბობს, რომ საქართველოში სასამართლოები შემჩნეული არიან კორუფციულ საქმიანობაში, რომ ქვეყანაში რეჟიმია და საქართველომ გადაუხვია რუსეთისკენ.
ნათი ჯანაშიას ლონდონში შეტანილი სარჩელით პირდაპირი დევნა აქვს გამოცხადებული იუსტიციის საბჭოს წევრებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე. თუმცა მისი ბრალდება არ შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული მოსამართლეებით. ნათია ჯანაშია მთელ სასამართლო სისტემას ბრალს დებს კორუფციაში და ადანაშაულებს დამოუკიდებლობის არქონაში,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.
აფბას ხელმძღვანელს ნათია ჯანაშას მიერ ლონდონის სასმართლოში შეტანილი სარჩელიდან კონკრეტული ამონარიდები მოყავს მაგალითად. კერძოდ: “მოსარჩელეს (ნათია ჯანაშიას) სჯერა, რომ იგი საქართველოში ეფექტიან სასამართლო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩა, ვინაიდან საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, განსაკუთრებით იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებმაც განიხილეს მოსარჩელეს სარჩელები, კერძოდ ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი და ბ-ნი ლაშა თავართქილაძე. მოსამართლეები მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ. 2025 წლის 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ სასამართლო ფიგურას, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს.
მოსარჩელეს სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს”.
აფბას ინფორმაციით ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი, უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრია, ხოლო ბ-ნი ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. არცერთი მათგანი სასანქციო სიებში არ არის.
მისწერეთ კვირა