გიორგი სვანიძე: ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მტკიცე ნებისა და ეროვნული ერთობის გამოხატულება იყო

31 მარტი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე! 1991 წლის 31 მარტს გამართულ საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი მონაწილეთა 99,08%-მა დაუჭირა.

აღნიშნულ თარიღს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მტკიცე ნებისა და ეროვნული ერთობის მკაფიო გამოხატულება იყო.

„დღეს 35 წელი შესრულდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მტკიცე ნებისა და ეროვნული ერთობის გამოხატულება იყო.“- წერს სოციალურ ქსელში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები