მედია: მოსკოვში გოგონამ დედასთან კამათის შემდეგ ფანჯრიდან 88 000 დოლარით სავსე ჩანთა გადააგდო
შვიდი წლის გოგონამ დედასთან კამათის შემდეგ მოსკოვის ცენტრში მდებარე ბინის ფანჯრიდან 88 000 დოლარით სავსე ჩანთა გადააგდო. ფული მოზარდებმა იპოვეს და მისი ნაწილი დაწვეს,- ამის შესახებ TASS-ს სამართალდამცავმა ორგანოებმა აცნობეს.
„დედაქალაქის მეშჩანსკის რაიონში, 2018 წელს დაბადებულმა გოგონამ, დედასთან ჩხუბის შემდეგ, შურისძიება გადაწყვიტა და ფანჯრიდან გადააგდო ჩანთა, რომელშიც 88 000 დოლარი იდო“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ.
მისი თქმით, ჩანთა მოზარდებმა იპოვეს, ნაწილი თავისთვის წაიღეს, დანარჩენი კი დაწვეს.