ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში ქიმიური იარაღის მწარმოებელი ქარხნის განადგურების შესახებ განაცხადეს
ისრაელის საჰაერო ძალებმა მასშტაბური დარტყმა განახორციელეს ირანის ქარხანაზე, რომელიც ქიმიური იარაღის შესაქმნელად კომპონენტების მომარაგებაში იყო ჩართული,- ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქიმიური საბრძოლო მასალების კვლევისა და განვითარების ორგანიზაციისთვის, ქარხანა ფენტანილის მთავარი მიმწოდებელი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის ცნობით, სამიზნედ ირანის რეჟიმის ქიმიური იარაღის წარმოების შესაძლებლობები იქცა.
„თავდასხმამდე, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შესაძლო ზიანის მინიმიზაციის მიზნით, სიფრთხილის ზომები მივიღეთ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ფენტანილი არის ანესთეტიკი, რომელიც უკიდურესად ტოქსიკურად ითვლება და ასევე მომწამვლელი ნივთიერებების წარმოებისთვის ღირებულ რესურსს წარმოადგენს.