მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო: მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო მიუსაფარი ძაღლების კრემატორიუმში დაწვის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას
სიცრუეს უწოდებს.
მათი ინფორმაციით, კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ ოპერაციებისა და ვეტერინარული მანიპულაციების ნარჩენი მასალის ან უკვე გარდაცვლილი ცხოველების დასაწვავად.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც შეუძლიათ, მიმართვის შემთხვევაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარუდგინონ.
„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ტყუილების მიზანმიმართული გავრცელებისგან“, – აცხადებენ სააგენტოში.