“ოქროს საპირფარეშო ტახტზე”: ტრამპს პროვოკაციული არტ-ინსტალაცია მიუძღვნეს
ვაშინგტონში, ეროვნულ მოლზე, ლინკოლნის მემორიალის გვერდით, პროვოკაციული ინსტალაცია გამოჩნდა: მონუმენტური ტახტი ოქროს საპირფარეშოთი,- ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.
როგორც ცნობილია, ინსტალაცია წარმოადგენს სატირულ ნამუშევარს, რომელიც, პრეზიდენტის მიერ თეთრი სახლის რემონტთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს.
შემქმნელების თქმით, ნამუშევარი პრეზიდენტის რეზიდენციის ინტერიერში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს ეხება, მათ შორის ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ოთახების რემონტს.
ინსტალაცია შექმნილია ანონიმური არტ-ჯგუფის მიერ და წარმოადგენს მათი პროვოკაციული ნამუშევრების სერიის ნაწილს, რომლებიც ბოლო პერიოდში ვაშინგტონში არაერთხელ გამოჩნდა.
ინსტალაცია სტილიზებულია, როგორც მდიდრული ტახტი მარმარილოსა და მოოქროვილი ელემენტებით, თუმცა სავარძლის ნაცვლად უნიტაზია დამონტაჟებული.
კომპოზიციის დამატებითი დეტალი იყო ქაღალდის რულონი, რომელზეც ჯგუფის სახელწოდების მითითება იყო გაკეთებული.
ამერიკულმა მედიამ აღნიშნა, რომ იმავე ჯგუფმა ადრე ტრამპთან დაკავშირებულ სხვა საკამათო ხელოვნების ნიმუშებზეც აიღო პასუხისმგებლობა.