ირანმა თურქეთზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანეიტრალეს.
ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
“ერთი ბალისტიკური საბრძოლო მასალა, რომელიც, როგორც დადგინდა, ირანიდან იყო გაშვებული და თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტებით გაანეიტრალეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ თურქეთის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში, აუცილებელი ზომები მიიღება ყოყმანის გარეშე და რეგიონში მიმდინარე ყველა მოვლენა ყურადღებით კონტროლდება ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტულობით.