“არ გამოვრიცხავ, დაკავებებიც დაიწყონ” – ჟურნალისტი ინალ ხაშიგი რუსმა მესაზღვრეებმა ფსოუზე მორიგჯერ დაკითხეს
ფსოუსთან რუსეთის ე.წ.საზღვართან, რუსმა მესაზღვრეებმა ჟურნალისტი, ინალ ხაშიგი კიდევ ერთხელ გააჩერეს.
ამის შესახებ თავად ხაშიგი წერს.
ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ, ე.წ. ხელისუფლების “დაჟინებული თხოვნით”, “ირგვლივ ყველა მტერია” კამპანიის ფარგლებში, დაკავებებიც დაიწყოს.
“გუშინ საღამოს სამშობლოში ვბრუნდებოდი, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა ისევ გამაჩერეს. ერთი საათის განმავლობაში. მანამდე, ადლერის აეროპორტში ანალოგიურად 20 წუთი “ვიჯექი”.
როგორც ჩანს, აფხაზეთის იმ მოქალაქეთა დიდ სიაში ვარ, რომლებიც მათმა მმართველებმა (და ამაში აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება) გადასცა მეგობარი, მაგრამ უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურებს და ყოველ ჯერზე, სულ მცირე, მოკლე ხნით მაინც გაგვაჩერებენ.
ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო რომ გააძლიეროს კამპანია “გარშემო მხოლოდ მტრები არიან”, შესაძლოა, დაპატიმრებაც დაიწყონ – „სოხუმის დაჟინებული თხოვნის“ საფუძველზე.
გთხოვთ, მიიჩნიოთ ეს პოსტი ოფიციალურ განცხადებად. ველოდები, აფხაზეთის გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაქციას.
პრეზიდენტს არ მოვაცდენ, ის მჭიდროდ არის დაკავებული ინვესტორებით, მით უმეტეს, რომ მისი კონსტიტუციური გარანტიები ქვეყნის ჩემნაირი მოქალაქეების უფლებებზე, აშკარად არ ვრცელდება”, – წერს ინალ ხაშიგი.