“პოლიტიკური განსხვავებულობა არ უნდა იწვევდეს ერთმანეთში დაპირისპირებას“ – ნინო წილოსანი
“ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ზიზღის ადგილი და, რაც მთავარია, ამ სიძულვილის და ზიზღის ორგანიზებულად გავრცელების ადგილი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური განსხვავებულობა არ უნდა იწვევდეს ერთმანეთში დაპირისპირებას.
„თუ ყველა ვაღიარებთ, რომ ეს საზიანოა ჩვენი საზოგადოებისთვის და ამ საჭიროებას ალბათ ყველა ხედავს, სწორედ ხელისუფლებამ უნდა მოუაროს პრობლემას, რომელიც სამწუხაროდ ათწლეულების მანძილზე გარედან ფინანსდებოდა; შიგნით კი „ენჯეოების“ და მათი აგრესიული აქტივისტების მეშვეობით, მათ შორის, რადიკალური პოლიტიკოსების მიერ რაღაცნაირად ღვივდებოდა. ამან მიგვიყვანა იმ ეტაპამდე, რომ ადამიანებმა, ოჯახის წევრებმაც კი დაკარგეს ერთმანეთი. ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებულობა არ უნდა იწვევდეს ერთმანეთში დაპირისპირებას“, – აღნიშნა წილოსანმა.