ტრამპმა კოლუმბიის არჩევნებში დე ლა ესპრიელას გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან იცოდა, რომ კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი და ბიზნესმენი აბელარდო დე ლა ესპრიელა გაიმარჯვებდა.

„მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე 21 ივნისს. ტრამპმა პოსტზე ბმული დაურთო, სადაც ნათქვამი იყო, რომ დე ლა ესპრიელა გამარჯვებული იყო.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ტრამპი დე ლა ესპრიელას ტელეფონით დაუკავშირდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც დაადასტურა, რომ ვაშინგტონი ახალ კოლუმბიურ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

„მე ახლახან ვესაუბრე კოლუმბიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, აბელარდო დე ლა ესპრიელას და მივულოცე მას არჩევნებში გამარჯვება. ტრამპის ადმინისტრაცია მოუთმენლად ელის თქვენს ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, შეერთებულ შტატებში არალეგალური იმიგრაციის შესამცირებლად და ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად“,- განაცხადა რუბიომ.

მას შემდეგ, რაც ტრამპმა დე ლა ესპრიელას არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება მიულოცა, ამან კოლუმბიის მოქმედი პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს პროტესტი გამოიწვია, რომელმაც ვაშინგტონის ადმინისტრაციის უფროსის განცხადება არჩევნებში უხეშ ჩარევად შეაფასა.

დე ლა ესპრიელამ, რომელიც ტრამპის მხარდამჭერად და მემარჯვენე პოლიტიკოსად მიიჩნევა, კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხენა ფლანგის კანდიდატ ივან სეპედას აჯობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები