“გილოცავთ საქართველოში ინგლისური ენის Access პროგრამის წლევანდელ 300 კურსდამთავრებულს – მათ წარმატებით დაასრულეს ინგლისური ენის ორწლიანი პროგრამა” – აშშ-ის საელჩო
“გილოცავთ საქართველოში ინგლისური ენის Access პროგრამის წლევანდელ 300 კურსდამთავრებულს!
ამ მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს ინგლისური ენის ორწლიანი პროგრამა და ერთად აღნიშნეს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
საელჩოს ცნობით, საქართველოში Access პროგრამა 13-17 წლის მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფს კლასგარეშე ინგლისური ენის გაკვეთილებს, საგანმანათლებლო-განმავითარებელ აქტივობებსა და საზაფხულო ბანაკებს, რომელიც ეხმარება მათ ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში, მომავლისთვის მომზადებასა და აშშ-საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაში.
“ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! მადლობას ვუხდით პროგრამის მრავალ მასწავლებელსა და ჩვენს პარტნიორს, PH International (Project Harmony)-ს, რომლებმაც ამ წარმატების მიღწევა შესაძლებელი გახადეს”, – წერია ინფორმაციაში.