სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს “კს.ც”-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დარღვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ობიექტში დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისა და სარეალიზაციო ვადები; ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში (მიდია 125 კგ) და ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ N 16 ა-ში (კრევეტები მოხარშული და გაყინული ნაჭუჭში 3780 კგ და ზღვის პროდუქტების ნაზავი -16 კგ). ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად.

სეს-ის ცნობით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შპს “კ.ს.ც.”-ის თბილისის სამაცივრე მეურნეობაში (მის: გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 10) გამოავლინეს ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსებისა (სხვადასხვა დასახელების გაყინული თევზპროდუქტები) და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი (ხიზილალა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, 6132.2 კგ ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები