მაია ბითაძე: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა

“შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე ყველამ კარგად იცის, რომ რეზოლუციები ინიციირებულია იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეები არიან.

„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე მიეჩვია შაბლონურ რეზოლუციებს, მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. უკვე ყველამ კარგად ვიცით, რომ რეზოლუციები ინიციირებულია იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც შესაძლოა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეა ან დედა პარტია. ამ შემთხვევაში ALDE-ზე მაქვს საუბარი, ALDE არის ამ რეზოლუციის ინიციატორი, რაც უკვე თავისთავად ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს“, – აღნიშნა ბითაძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს, ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს, ანგარიშის ფარგლებში მომზადებულია რეზოლუციის პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები