კატარში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

კატარის ქალაქ რას ლაფანში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები,- ამის შესახებ ემირატის ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა და Qatar Energy-ის ხელმძღვანელმა, საად ბინ შარიდა ალ-ქააბიმ განაცხადა.

„რას ლაფანის ქარხანაში მომხდარი ინციდენტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა. ინციდენტი უბედური შემთხვევა იყო და არა დივერსია. ზიანის მასშტაბის შეფასების შემდეგ ჩვენ შევიმუშავებთ მკაფიო გეგმას“, – თქვა მან.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ხანძარი QatarEnergy-ის ობიექტებსა და რას ლაფანის პორტს არ დააზარალებს.

მისივე თქმით, რას ლაფანის ქარხანაში აფეთქების შედეგად გარემოსდაცვითი რისკები არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები