რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მორიგ თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული ხელისუფლების ინფორმაციით, 22 ივნისის ღამეს რუსეთის დრონი სუმის ოლქში მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს დაეჯახა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ 13 წლის ბიჭი, მისი მამა და ბებია. დაშავდა ბავშვის დედა და კიდევ ორი არასრულწლოვანი.
ამავე ღამეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე დრონებით მიიტანეს იერიში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.
მანამდე, 21 ივნისის საღამოს, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო.