ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის ჯარს ლიბანის სამხრეთში მოქმედების სრული თავისუფლება აქვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრთან ერთად მიღებული ბრძანების მიხედვით, ლიბანის სამხრეთ ნაწილში მოქმედ ისრაელის ჯარისკაცებს სრული თავისუფლება აქვთ იმოქმედონ ნებისმიერი საფრთხის აღსაკვეთად, რომელიც მათ ან ისრაელის ჩრდილოეთში მცხოვრებ მოსახლეობას ემუქრება.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები აღნიშნულ მიმართულებაზე შეზღუდული არ არიან და ხელისუფლება სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათ.

ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი გააგრძელებს „უსაფრთხოების ზონის“ შენარჩუნებას ლიბანის სამხრეთში მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება ქვეყნის ჩრდილოეთის დასაცავად.

ცნობისთვის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე ძალაშია. „როიტერის“ ინფორმაციით, მიუხედავად შეთანხმებისა, ვითარება კვლავ გაურკვეველი რჩება და არსებობს საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე, რის გამოც იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა სახლებში დაბრუნებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები