ოკუპირებულ აფხაზეთში ბედიის ტაძრის გუმბათის საკითხი განიხილეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი, ალექსანდრე ანქვაბი “აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს შეხვდა – მღვდელმსახურებს ვისარიონს, დოლმატს, ნიკიტას და იღუმენ იგნატიუსს”.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ “ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი – ჰარი სანგულია და სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – რუსტამ ცვეიბა.
განიხილებოდა ბედიის ეკლესიის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების საკითხები.
ჰაქი სანგულიამ თქვა, რომ რუსმა ექსპერტებმა ტაძრის სახურავის სივრცითი სტრუქტურის შეცვლის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს. მათი თქმით, ახალი ტექნოლოგიურად რთული, დიდი ქვის გუმბათის მშენებლობამ, ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, მისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.
ანქვაბმა სასულიერო პირებს შესთავაზა კონსენსუსის მიღწევა მშენებლებთან შეთანხმებული გადაწყვეტის შესამუშავებლად. მისი თქმით, როგორც კი გამოსავალი მოიძებნება, ხელისუფლება ამას საფუძვლად მიიღებს.