ზელენსკის მთავარი მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინამ სი ძინპინი „მშვიდობის სამიტზე“ მიიწვია
უკრაინამ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შვეიცარიაში მსოფლიო ლიდერების დაგეგმილ „სამშვიდობო სამიტში“ მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინული მხარისთვის აღნიშნულ სამიტში ჩინეთის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„ჩვენ ნამდვილად ვეპატიჟებით ჩინეთს სამიტში მონაწილეობის მისაღებად, უმაღლეს დონეზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის დონეზე.
ჩინეთის მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ ჩინურ მხარესთან. ჩვენ ჩავრთავთ ჩვენს პარტნიორებს მსოფლიოში, რათა მათ მიაწოდონ ჩინურ მხარეს [ინფორმაცია], რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ სამიტში მონაწილეობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ Reuters-თან ინტერვიუში.