შარლ მიშელმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა Le Soir-ი ავრცელებს.
„ჩემმა არჩევანმა მედიაში მწვავე პოლემიკა გამოიწვია. ნაწილობრივ ველოდი ამას, ჩემი ნაბიჯის უპრეცედენტო ასპექტის გათვალისწინებით. მაგრამ ვერ შევაფასე გარკვეული ნეგატიური რეაქციების მასშტაბები და რადიკალურობა, არა ევროპულ საბჭოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.