რუსეთმა ბორის აკუნინზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მწერალ ბორის აკუნინზე [გრიგორი ჩხარტიშვილი] ძებნა გამოაცხადა.

მათივე ცნობით, აკუნინი  სისხლის სამართლის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნება.

„გრიგორი შალვოვიჩ ჩხარტიშვილი. დაბადებული 1956 წლის 20 მაისს. იძებნება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“, – აღნიშნულია რუსეთის შსს-ს მონაცემთა ბაზაში, თუმცა კონკრეტული მუხლი მითითებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთმა აკუნინი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა და „ექსტრემისტებისა და ტერორისტების“ რეესტრში შეიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები