“უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება” – კულება 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კიევს Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება.ა

ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში თქვა.

„ჩვენ Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მოსკოვზე ან რუსეთის სხვა ნაწილებზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ Taurus-ის რაკეტები გვჭირდება, რათა უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზს მიღმა რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა გავანადგუროთ“, – განაცხადა კულებამ.

მან აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობასთან რაკეტების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.

„ყველაფერი პოლიტიკურ გარემოებებზე, ფრონტის ხაზზე არსებულ რეალურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა დამოკიდებულია“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები