გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

შედეგად ადგილზე, გარდაიცვალა მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები