69% – პრაიმერიზის დაწყებამდე ტრამპს კონკურენტებთან შედარებით მაღალი პროცენტული უპირატესობა აქვს

აშშ-ს 50-ვე შტატში, კოლუმბიის ოლქში, შეერთებული შტატების 5 ტერიტორიაზე 15 იანვრიდან – 11 ივნისის ჩათვლით, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზი ჩატარდება, რომლის შედეგად, გამოვლინდება ის კანდიდატი, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატს დაუპირისპირდება.

იანვრის მდგომარეობით შიდა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი აქვთ გაკეთებული – ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს; “Strive Asset Management”-ის აღმასრულებელ დირექტორს, ვივეკ რამასვამს; ​ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს; არკანზასის გუბერნატორს, ასა ხატჩინსონს და 2017-2018 წლებში გაეროში აშშ-ს მუდმივ წარმომადგენელს – ნიკ ჰეილის.

პრაიმერიზის დაწყებამდე კანდიდატურები მოხსნეს – დუგ ბიორგამმა; პერი ჯონსონმა; კრის კრისტიმ; მაიკ პენსმა; ტიმ სკოტმა; ფრენსის სუარესმა; უილ ხერდმა და ლარი ელდერმა.

პრაიმერიზის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ტელეკომპანია CBS News-მა კომპანია YouGov-თან ერთობლივად ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 11-12 იანვარს ჩატარდა და მასში 786-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

კლევის თანახმად, გამოკითხული რესპუბლიკელის 69% საკუთარ ხმას დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მისცემს, მაშინ როდესაც 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 61% შეადგენდა.

მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი – ხმების 14%-ით; შემდეგ არის 12%-ით ნიკი ჰეილი; სხვა კანდიდატებს – 5%-ზე ნაკლები აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები