ირანმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
შეერთებულმა შტატებმა ირანის რამდენიმე რაიონზე და ორ გემზე თავდასხმით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, – ამის შესახებ ირანის ცენტრალური სამხედრო სარდლობის შტაბის, ხათამ ალ-ანბიას პრესმდივანმა, ებრაჰიმ ზოლფაღარიმ განაცხადა.
„ამერიკულმა აგრესორმა არმიამ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირანის სანაპირო წყლებიდან ჯასკის მახლობლად ჰორმუზის სრუტის მიმართულებით მიმავალ ირანულ ტანკერზე და ჰორმუზის სრუტეში შემავალ კიდევ ერთ გემზე თავდასხმით.
ამავდროულად, მათ, რეგიონის რიგ ქვეყნებთან თანამშრომლობით, საჰაერო თავდასხმა განახორციელეს მშვიდობიან ტერიტორიებზე – ჰამირის პორტის სანაპიროზე, სირიკის ქალაქსა და ქეშმის კუნძულზე“, – ციტირებს ზოლფაღარის სიტყვებს ირანის სახელმწიფო ტელევიზია.