შალვა პაპუაშვილი: ტალინის მოსახლეობას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო უფლება ჩამოართვეს და კაციშვილს ხმა არ ამოუღია, აბა ჩვენ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, როგორი რეაქცია ექნებოდათ

“ტალინის მოსახლეობას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო უფლება ჩამოართვეს და კაციშვილს ხმა არ ამოუღია. აბა ჩვენ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, როგორი რეაქცია ექნებოდათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ესტონეთი ევროკავშირის წევრია. ისინი არისტოკრატები არიან და ჩვენ გლეხი ხალხი ვართ და არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ის კანონები, რაც გვაქვს. სინამდვილეში ეს ხუმრობა სწორედ იმის მაჩვენებელია, რეალურად როგორ საერთაშორისო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე ევროკავშირის შიგნით. ასეთი ცინიზმი, აროგანტულობა, როდესაც თბილისისხელა ესტონეთი შენიშვნებს აძლევს საქართველოს და კარნახობს რა უნდა მიიღოს და რა – არა და თვითონ ხსნილი აქვს ყველაფერზე, ერთადერთი საკითხი არ არის. ბევრი რამ აქვთ ასეთი მიღებული. ტალინის მოსახლეობას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო უფლება ჩამოართვეს და კაციშვილს ხმა არ ამოუღია. აბა ჩვენ გაგვეკეთებინა ასეთი რამ, როგორი რეაქცია ექნებოდათ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები